რატი იონათამიშვილი: საქართველო საერთაშორისო ვალდებულებებს კეთილსინდისიერად ასრულებს და ქვეყნის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილებებია მიღებული

საქართველო საერთაშორისო ვალდებულებებს კეთილსინდისიერად ასრულებს და ქვეყნის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილებებია მიღებული,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო საერთაშორისო ვალდებულებებს კეთილსინდისიერად ასრულებს და ქვეყნის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილებებია მიღებული, რომ 1-ელი აგვისტოდან აიკრძალება ექსპერტი და რეექსპორტი ამერიკული წარმოების ავტომობილების, ხოლო სექტემბრიდან ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ავტოტრანსპორტის.

„ამ ყველაფრის ფონზე, არაერთი დეზინფორმაციული კამპანია გვახსოვს. ფაქტობრივად, ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი იყო, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია მიმართავდა. ფაქტია, რომ ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერაფერს ნახულობენ გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს და ისედაც შელახულ რეპუტაციად ბოლომდე უთხრიან ძირს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო სანქციების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიიდან იკრძალება აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები