მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიცია ახლა ძიების პროცესშია, როგორი შეიძლება, იყოს კონფიგურაცია, რომელიც არჩევნებისთვის უკეთეს შესაძლებლობებს მისცემს
„ოპოზიცია ახლა არის ძიების პროცესში, როგორი შეიძლება, იყოს კონფიგურაცია, რომელიც მისცემს უკეთეს შესაძლებლობებს არჩევნებისთვის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას, რეპუტაციის გაუმჯობესების მიზნით, ახალი მეთოდების მოფიქრება უწევს.
“კარგად ხვდებიან, რომ დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში მათ რაღაც უნდა შეცვალონ საიმისოდ, რომ სერიოზული კონკურენცია გაუწიონ ხელისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მარცხისთვის არიან განწირულნი. ასეთ ფონზე მათ უწევთ გარკვეული ახალი მეთოდები მოიფიქრონ იმისთვის, რომ რეპუტაცია რაღაც ფორმით გაიუმჯობესონ“, – განაცხადა სარჯველაძემ.