მტკვარში სამაშველო სამსახური ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს

თბილისში, მტკვარში სამაშველო სამსახური ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გალაკტიონის ხიდიდან გადავარდა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო სამსახური ადგილზე შეტყობინებისთანავე გავიდა.

მათივე განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები