“პოლიციას აქვს პრევენციული ფუნქცია და არა რეპრესიული, როგორც სააკაშვილს ეგონა”

პოლიციას აქვს პრევენციული ფუნქცია და არა რეპრესიული, როგორც სააკაშვილს ეგონა, – ამის შესახებ განცხადება შსს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ “პალიტრას” ეთერში გააკეთა.
იზორია მიიჩნევს, რომ დანაშაულის გაზრდის კუთხით დედაქალაქში მდგომარეობა არ შეცვლილა. რაც შეეხება სამართალდამცველებს, შს მინისტრის მოადგილის განმარტებით, ისინი წინა ხელისუფლების ძალოვნებისგან განსხვავებით, ადამიანების უფლებებს არ არღვევენ. “დაბეჯითებით მინდა ვთქვა, რომ თბილისი დღესაც უსაფრთხო ქალაქია. დანაშაულის ფაქტები იყო სააკაშვილის რეჟიმის პირობებშიც… შეგახსენებთ რამდენიმე ფაქტს, სასტუმრო საქართველოსთან როგორ ჩაცხრილეს ახალგაზრდებმა ერთმანეთი… სამწუხაროდ ეს ადრეც ხდებოდა და დღესაც სამწუხაროდ მოხდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვიზრუნოთ და გავაკეთოთ ისე, რომ საზოგადოება იყოს უსაფრთხოდ. რაც შეეხება მოქალაქეების მიმართ სამართალდამცველთა მიდგომას, ამ შემთხვევაში პოლიციას აქვს პრევენციული ფუნქცია და არა რეპრესიული, როგორც სააკაშვილს ეგონა. პოლიცია პრევენციული მიზნებით მოქმედებს და არ მიდის ვინმესთან და ადამიანთა უფლებებს არ არღვევს. ჩვენ ვქმნით ბალანსს ადამიანის უფლების დაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კუთხით”, – აცხადებს ლევან იზორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები