გიორგი ვოლსკი: ვაშაძეს პრემიერობა უნდა, რომ იძინებს, იღვიძებს, ფიქრობს, ჩრდილოვანი კაბინეტი მაინც შექმნას, რეალობაში კაბინეტს ვერასდროს რომ ვერ შექმნის, იცის

“ვაშაძეს პრემიერმინისტრობა უნდა, რომ იძინებს, იღვიძებს, ფიქრობს, ჩრდილოვანი კაბინეტი მაინც შექმნას, რეალობაში კაბინეტს ვერასდროს რომ ვერ შექმნის, იცის, და ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერ-მინისტრის სავარძელში წარმოიდგინა საკუთარი თავი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა იმაზე ზრუნავს, როგორმე ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინონ.

„სამუშაო ადგილები რომ იქმნება დღეს, შეუდარებლად დიდი სოციალური პაკეტი რომ არის, ვიღაცა ბავშვებზე ზრუნავს, რომელთა მიმართ დამოკიდებულება ვაშაძის ზეობის პერიოდში იყო ნულის ტოლი. აი, ეს თემებია ის, რაც ისტერიკაში აგდებს ვაშაძესაც და მის „დამარცხების პლათფორმასაც“. ამ რეალობაში უნდა, რომ ხალხს კიდევ დამატებითი ტყუილი მოუყვეს, ვითომ სამუშაო ადგილების შემქმნელების ან რაღაცის გამკეთებლები არიან გინდა, ეკონომიკაში ან პოლიტიკაში. ეს არის დამანგრეველი ძალა და ჯერ საკუთარ დანგრევას ახორციელებენ, უნდათ, რომ ეს ნგრევა გადაიტანონ ქვეყანაზე. ეს არის რეალობა რასაც თვალი უნდა გაუსწოროს, მათ შორის იმ ადამიანებმაც, რომლებიც მხარს უჭერენ „ნაციონალურ მოძრაობას“. ნული იყო სოციალურ პაკეტზე, უსაფრთხოებაზე მსჯელობა. რუსეთთან მიმართებით გამყიდველი პოზიცია ჩამოაყალიბეს და შედეგები სახეზე გვაქვს. რა საქმეზე უნდა ელაპარაკო აღმაშენებელს რომ დაარქმევ პარტიას და ფრაქციას, ეს იმას არ ნიშნავს რომ რამეს ააშენებ.

ვაშაძეს პრემიერმინისტრობა უნდა, რომ იძინებს, იღვიძებს, ფიქრობს, ჩრდილოვანი კაბინეტი მაინც შექმნას, რეალობაში კაბინეტს ვერასდროს რომ ვერ შექმნის, იცის, და ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერმინისტრის სავარძელში წარმოიდგინა საკუთარი თავი. საინტერესოა მინისტრები ვინ ეყოლება. ეს ადამიანები შორს არიან ევროპული სტანდარტისგან, ვინაიდან აწამეს, დახოცეს ადამიანები და დღემდე ამ სისხლში აქვს, მათ შორის ვაშაძეს ხელი გასვრილი. ყველა იმაზე ზრუნავს, როგორმე ქვეყანა აურიონ და დესტაბილიზაცია მოახდინონ. რა ჩრდილოვანი კაბინეტი უნდა შექმნან?! ისე თუ შექმნიან და საზოგადოებას გააცნობენ თავის გეგმებს ყველა მიმართულებით, ურიგო არ იქნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები