გიორგი ვოლსკი: მომავალი მსოფლიოს არქიტექტურის დიდი ნაწილი საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით იქნება ჩამოყალიბებული და მნიშვნელოვანია ის აქტივობები, რასაც პრემიერი ეწევა

“შუა დერეფანი დღეს საგანგებოდ მნიშვნელოვანია. მომავალი მსოფლიოს არქიტექტურის დიდი ნაწილი საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით იქნება ჩამოყალიბებული და მნიშვნელოვანი და საჭიროა ის აქტივობები, რასაც პრემიერმინისტრი ეწევა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ბევრი დესტრუქციული სუბიექტი გამოჩნდა, რომელიც ამ საკითხებზეც კი კრიტიკისთვის იცლის.

“შუა დერეფნის მნიშვნელობაზე დიდი ხანია, ლაპარაკია, მაგრამ დღეს ეს თემა არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ყველასათვის, აღმოსავლეთისთვისაც, დასავლეთისთვისაც და ამ ორი ბაზრის დაკავშირება შუა დერეფნის გარეშე ვერ მოხდება. საქართველოს გეოპოლიტიკური პოზიცია შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ისტორიული აბრეშუმის გზის განვითარებისთვის და სწორედაც საქართველოს გავლით ძალიან ბევრი რამ მოხდება. არქიტექტურის დიდი ნაწილი მომავალი მსოფლიოსი, რასაკვირველია, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით იქნება ჩამოყალიბებული. ამ ეტაპზე არის მნიშვნელოვანი და საჭირო ის აქტივობები, რასაც პრემიერმინისტრი ეწევა და მისასალმებელი უნდა იყოს წესით ყველასათვის. სამწუხაროა, რომ ბევრი დესტრუქციული სუბიექტი გამოჩნდა, რომელიც ამ საკითხებზეც კი კრიტიკისთვის იცლის”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები