ლევან იზორია: დანაშაულის გახსნის სტატისტიკა მაღალი და დანაშაულის აღრიცხვიანობა სტანდარტებთან მიახლოებულია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოში დანაშაულის გახსნის სტატისტიკა მაღალია და ასევე, დანაშაულის აღრიცხვიანობა არის სტანდარტებთან მიახლოებული. განცხადება შს მინისტრის მოადგილემ “პალიტრას” ეთერში გააკეთა.
“საზოგადოებაში გაჩნდა წარმოდგენა, თითქოს კრიმინოგენული მდგომარეობა ქვეყანაში გართულდა. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ არავითარ გაუარესებას ადგილი არა აქვს, დანაშაულის გახსნის სტატისტიკა არის მაღალი და ასევე დანაშაულის აღრიცხვიანობა არის სტანდარტებთან მიახლოებული. სტატისტიკური ინფორმაციის გაყალბება ისჯება კანონით. ჩვენს მონაცემთა ბაზაში შეყვანილი ინფორმაციის შეცვლა და ამით მანიპულირება არის შეუძლებელი”, – აცხადებს იზორია.
მისივე განმარტებით, კრიმინალის გაშუქების კუთხით ახლა საზოგადოება მეტად ინფორმირებულია ვიდრე ადრე. “ახლა  თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალებებით პირველი ინფორმაცია გადის კრიმინალზე. ადრე გაცილებით ნაკლებად ხდებოდა ამ კრიმინალის გაშუქება”, – აცხადებს ლევან იზორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები