გიორგი ვოლსკი – ევროკავშირის ანგარიშზე: მოხსენებაში, რომელიც გამოქვეყნდა, ძალიან ბევრი პოზიტივი წერია

“მოხსენებაში, რომელიც გამოქვეყნდა, ძალიან ბევრი პოზიტივი წერია, არის საკითხები, რასაც ყურადღება უნდა დავუთმოთ და ეს მოხსენება, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ევროკავშირის ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ევროკავშირის მოხსენებამ, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და სხვა ბევრ საკითხთან მიმართებით, საკმაოდ სერიოზული ისტერიკა გამოიწვია ოპონენტების გუნდში.

“მოხსენება რომც არ იყოს, იმ თემებზე, რასაც ჰქვია კორუფციასთან ბრძოლა, სასამართლო სისტემის გაუმჯობესება, სისტემატური მუშაობაა საჭირო, მაგრამ მთლიანობაში პოზიტიური მოხსენებაა და ვფიქრობ ამან განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და სხვა ბევრ საკითხთან მიმართებით საკმაოდ სერიოზული ისტერიკა გამოიწვია ოპონენტების გუნდში, რაც არ არის კარგი. მოწინავეთა რიგებში საქართველო იყო და არის არამარტო სამეულის ფორმატში, არამედ ევროკავშირშიც ბევრ ქვეყანას ბევრი მაჩვენებლით უსწრებს წინ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა, მათი აღსრულება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები