ძლიერმა სეტყვამ კახეთს პრობლემები შეუქმნა

ძლიერმა სეტყვამ კახეთის სოფლები დააზარალა. სტიქიამ პრობლემები ყვარელს, შილდას და სანიორეს შეუქმნა. ადგილობრივთა განცხადებით, სეტყვა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. დასეტყვილია ყურძნის მოსავალი.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 100 ტონა ყურძენი დაზიანდა. მისივე თქმით, გლეხებს დასეტყვილი ყურძნის ჩაბარებაში ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები