მაია ფანჯიკიძემ 28+4 ფორმატის შეხვედრაში, მონაწილეობა მიიღო

  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 28+4 ფორმატის შეხვედრაში, მონაწილეობა მიიღო რომელშიც ნატო-ს წევრი და ასპირანტი ქვეყნების (საქართველო, მონტენეგრო, მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა) საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, მაია ფანჯიკიძემ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოლეგებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე.
მათივე ცნობით, მან თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და უკრაინის კრიზისზე.
მოკავშირეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები