შალვა პაპუაშვილი: სინამდვილეში, საქართველოში არანაირი პოლიტიკური მრავალფეროვნება არ არსებობს
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში არანაირი პოლიტიკური მრავალფეროვნება არ არსებობს.
მისი განმარტებით, ოპოზიციურ ფლანგზე არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ქოლგის ქვეშ მოქმედი პარტიები, რომლებიც მისი ნაწილი არიან.
„კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგულისხმება ის დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს არიან ცალკე ორგანიზაციები. სინამდვილეში, არიან „ნაცმოძრაობის“ ნაწილი. ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და, რაც მთავარია, თავად გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც ვითომ არიან სხვა პარტიაში, იგივე გიორგი ვაშაძე, ბოლოს ისევ აღმოჩნდებიან ხოლმე „ნაცმოძრაობაში“. ეს არის ფაქტი, რომ სინამდვილეში არანაირი პოლიტიკური მრავალფეროვნება არ არსებობს – ოპოზიციურ ფლანგზე არის „ნაციონალური“ მოძრაობა და მისი ქოლგის ქვეშ მოქმედი პარტიები, რომლებიც მისი ნაწილი არიან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.