ირაკლი კობახიძე: ანაკლიის პორტზე ზრუნვა უნდა იყოს გამოხატული ინვესტიციით

“ანაკლიის პორტზე ზრუნვა უნდა იყოს გამოხატული ინვესტიციით. როდესაც საქმე ეხება საინვესტიციო პროექტს, ზრუნვა უნდა იყოს გამოხატული ინვესტიციით. მე არ ვიცი მიზეზები, მაგრამ სამწუხაროდ დღემდე არავითარი ინვესტიცია არ განხორციელებულა ანაკლიის პორტში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხაზარაძის კონსორციუმმა ვერცერთი ცენტი ვერ ჩაადებინა ამერიკელებს ანაკლიის პორტში.

„თავის დროზე, როდესაც ეს პროექტი ებარა კონსორციუმს, ხაზარაძეს, მან ვერ მოახერხა ვერცერთი ცენტი დასავლური ინვესტიციის მოზიდვა ამ პროექტის გარშემო. შესაბამისად, ზრუნვა არ ჩანდა, სამწუხაროდ. ჩანდა პირიქით, რომ კონკრეტული ინტერესი არ არსებობდა ამ პროექტის მიმართ. ინვესტიცია არ ჩადებულა და სხვა რისი გამოხატულებაა ეს ყველაფერი?! ეს შეიძლება, ახსნადი იყოს. შეიძლება, ამერიკა თავისთვის ვერ ხედავს კომერციულ ან ეკონომიკურ ინტერესს ამ პორტის მიმართ, სხვა შემთხვევაში ინვესტიცია ალბათ ჩაიდებოდა. ვერ გეტყვით, რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ზრუნვა უნდა იყოს გამოხატული ინვესტიციით, როდესაც საქმე ეხება საინვესტიციო პროექტს. ამ შემთხვევაში, არავითარი ინვესტიცია არ ყოფილა, შესაბამისად, არავითარი პრაქტიკული ნაბიჯი არ გადადგმულა ამ მიმართულებით, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის იქნებოდა ძალიან მისასალმებელი მთელი ამ წლების განმავლობაში ამერიკული ინვესტიციის ჩადება ანაკლიის პროექტში, რაც სამწუხაროდ არ მომხდარა. ეს ვერ მოახერხა, მათ შორის, ვერც ხაზარაძის კონსორციუმმა. ვერცერთი ცენტი ვერ ჩაადებინა ამერიკელებს ანაკლიის პორტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები