ირაკლი კობახიძე: გიორგი ვაშაძე სააკაშვილის მინი ვერსიაა
“ძალიან ლოგიკურად ჟღერს ის, რომ ვაშაძე მინი სააკაშვილია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“ და გიორგი გახარია „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ წარმოადგენენ.
“ძალიან ლოგიკურად ჟღერს ის, რომ ვაშაძე მინი სააკაშვილია. ამ თვისებებით ჰგავს სააკაშვილს, ოღონდ არის მისი მინი ვერსია. სინამდვილეში ყველა ეს პარტია კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. საზოგადოებას ისედაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება, მაგრამ თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გავა ერთიანი სიით, ამ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მარტივი იქნება არჩევანის გაკეთება“, – აცხადებს კობახიძე.