ილია დარჩიაშვილი: ჩინეთთან კიდევ უფრო გაღრმავებული პოლიტიკური ურთიერთობები ახალ იმპულსს მისცემს სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ჩინეთთან კიდევ უფრო გაღრმავებული პოლიტიკური ურთიერთობები სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას ახალ იმპულსს მისცემს.

“ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული კარგი ორმხრივი ურთიერთობები გადადის ახალ ფაზაში. ეს იქნება სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოსა და ჩინეთს შორის, რომელიც განსაზღვრავს სხვადასხვა განზომილებას. ეს არის პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთაშორისი ურთიერთობები და საერთაშორისო ფორმატებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებით.

პოლიტიკური მიმართულებით ეს არის, როგორც ვთქვი, ახალი ფაზა, სტრატეგიული თანამშრომლობის, რომელიც მოიტანს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ იმპულსს. რაც შეეხება ეკონომიკურ მიმართულებას, ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიკური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან და ეს პოლიტიკური კიდევ უფრო გაღრმავებული ურთიერთობები ახალ იმპულსს მისცემს სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები