გიორგი ვოლსკი: 110 ქვეყანასთან აქვს ჩინეთს სტრატეგიული ურთიერთობები – ჩვენ წამოვეწევით დასავლელ პარტნიორებს ჩინეთთან ურთიერთობის მიმართულებით

“110 ქვეყანასთან აქვს ჩინეთს სტრატეგიული ურთიერთობები, მათ შორის, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანასთან და პირდაპირ ევროკავშირთან აქვს სტრატეგიული დღის წესრიგის შეთანხმება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლკსიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთთან ურთიერთობები ქვეყანას არ დააზიანებს.

“შესაბამისად, არა თუ დააზიანებს, ჩვენ წამოვეწევით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ჩინეთთან ურთიერთობის მიმართულებით. უბრალოდ, პატარა ქვეყნისთვის, საქართველოსთვის სტაბილურობა და პოლიტიკური საკითხები, რომელიც ეხება ტერიტორიულ მთლიანობას და უამრავ სხვა მიმართულებას არის მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, მსოფლიოში მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები