გიორგი ვოლსკი: ლაინერთან დაკავშირებით „ქაჯობა“ ყველაზე მსუბუქი შეფასებაა, რაც კობახიძემ გააკეთა

„ქაჯობა” ყველაზე მსუბუქი შეფასებაა, რაც კობახიძემ გააკეთა. საქმე გვაქვს სიყალბესთან, რომელიც საკმაოდ სერიოზულად გადმოსჩქეფს “ნაცმოძრაობის” ამ აქციაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ბათუმში სოჭიდან შემოსულ ლაინერთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ურთულეს სიტუაციაში ის პოლიტიკა, რასაც “ნაცმოძრაობა” ანუ გუშინდელი რუსეთისადმი მლიქვნელი პოლიტიკური ძალა ატარებს, ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

“შეიძლება, გულწრფელადაც არის ვინმე იქ მისული, მაგრამ ეს არის ხალხი, ვინც კუდის ქიცინით ხვდებოდა რუსეთის მხრიდან შემოსულ არამარტო ტურისტებს, ეკონომიკას და მთელი საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიყიდა. ახლა ზუსტად იგივე ხალხი აპროტესტებს იმ გაგებით, რომ თურმე ლაინერმა დაარღვია საოკუპაციო კანონი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

რუსეთთან რასაკვირველია როგორც პოლიტიკურად, მორალურადაც ყოველთვის მართლები ვიყავით 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ამ სტრატეგიულ დაპირისპირებას ჩვენს და რუსეთს შორის აქვს გარკვეული განზომილებები, სადაც “ნაცმოძრაობა” არ მოიაზრება არანაირად როგორც რაიმე პოზიტივის მატარებელი. ამ ურთულეს სიტუაციაში ის პოლიტიკა, რასაც “ნაცმოძრაობა” ანუ გუშინდელი რუსეთისადმი მლიქვნელი პოლიტიკური ძალა ატარებს, არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა ღმერთს თავის რაოდენობით ბევრნი არ არიან, თუმცა ხმაური და გადაცდომები, მათ შორის, პოლიციასთან დამოკიდებულება არის თვალში საცემი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები