თეა წულუკიანი: გადაშენების პირას მყოფი ფსევდოპოლიტიკური ძალის ფსევდოინტელექტუალი დარჩიაშვილი – თავად მუხთალი და უსამშობლო
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრის, დავით დარჩიაშვილის “ფეისბუქ” პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“გადაშენების პირას მყოფი ფსევდოპოლიტიკური ძალის ფსევდოინტელექტუალი დარჩიაშვილი… თავად მუხთალი და უსამშობლო. ლამის ბალღობიდან რომელიღაც უცხოურ ნჯოს მიკედლებული და ამ გზით კაცად დამდგარი. მკვდარი რომ გჯობს ასჯერ, კი უნდა გაჩუმდე. მაგრამ ამას ჭკუა უნდა და ცოტა სინდისიც. ფუი, რომ ვერ დავისვენეთ მე და ჩემნაირებმა და ამ საზიზღრებთან ხანგრძლივ ბრძოლაში თითო კენჭის დადებაში ცხოვრებამ დიდწილად ჩაგვიარა გვერდით. არ ჩამოვარდება ეს ხელისუფლება არა, სანამ უკეთესი არ მოვა. საზიზღრები ვერ დაბრუნდებით ვერა, ვივამედის ბაიყუშით სათავეში. დამარცხების პლატფორმაც უკვე შეგიქმნიათ და შეუბერეთ. რჩევანი ფუნ კრამუნს თხოვეთ”,- წერს წულუკიანი.
ცნობისთვის, დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “შავაძის დაღუპვის ამბავზე: ერთი ვერსიაა/თემაა, რომ იგი მოკლეს 2008 წელს და მკვლელები უნდა დაისაჯონ; მეორე ვერსიაა, რომ მან 2008 წელს ქართველთა პოზიციები გასცა. ეს ორი ვერსია ერთმანეთს ეწყმის, ოღონდ სტრასბურგის სასამართლოს ამას ვერ აუხსნი: მისი გადმოსახედიდან, მკვლელობაა მთავარი. სტრასბურგი მართალია. თუმცა, მე არ ვიცი, ქართველებმა რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ყორღანაშვილსაც დაიცავდა სტრასბურგი და მართალიც იქნებოდა თავისი გადმოსახედიდან. ჩვენ რა გვინდა?”.