მიხეილ სარჯველაძე: როგორც ჩანს ყოფილი “ნაციონალები” არ არსებობენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე “ნაციონალურ მოძრაობაში” ზურაბ ჭიაბერაშვილის დაბრუნებას გამოეხმაურა.
სარჯველაძის განცხადებით, როგორც ჩანს ყოფილი “ნაციონალები” არ არსებობენ.
“იმდენად უნდათ, რომ თავი დაიხსნან გარდაუვალი დამარცხების ფორმულისგან, რომელიც დამოკლეს მახვილივით არის ჩამოკიდებული “ნაციონალური მოძრაობის” თავზე, რომ ყველაფერს ცდილობენ რაღაცა ფორმით დაუსხლტნენ ხელიდან გარდაუვალ მარცხს. პლატფორმა, რომელიც მათ აქვთ, ამ რესურსით ცდილობენ დამარცხების რეპუტაცია შეცვალონ. რაც მეტი ადამიანი იქნება დაკავშირებული” ნაციონალურ მოძრაობასთან”, რომელიც განწირულია დამარცხებისთვის, ქართული პოლიტიკისთვის, შეიძლება ეს უკეთესი იყოს. როგორც ჩანს ყოფილი “ნაციონალები” არ არსებობენ და შესაბამისად შენიღბვის ტაქტიკა სინამდვილეში იყო სრული ფარსი, რომელიც მოტყუება იყო”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.