გიორგი ცაგარეიშვილი: უმაღლესი დონის შეხვედრები, რომელიც პრემიერ-მინისტრს ექნება და უკვე ჰქონდა ახალ სიმაღლეზე აიყვანს ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს
“ვფიქრობ რომ ეს ვიზიტი, ეს უმაღლესი დონის შეხვედრები, რომელიც პრემიერ-მინისტრს ექნება და ჰქონდა უკვე ახალ სიმაღლეზე აიყვანს ქართულ ჩინურ ურთიერთობებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
„ჩვენ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს გაფორმებული უკვე რამდენიმე წელია. ეს შეთანხმება მოქმედებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უნდა გადაიდგას კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და ზოგადად ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ყველა სფეროში ახალ სიმაღლეზე ავიდეს“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.