გიორგი ჩაკვეტაძე: საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობები გადადის სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია
“ურთიერთობები გადადის სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. საქართველო ამით შუა დერეფნის ფუნქციას დაიბრუნებს, შესაბამისად ეს სავაჭრო ურთიერთობებს კიდევ უფრო გაზრდის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა გიორგი ჩაკვეტაძემ ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, დოკუმენტები, რომელსაც პრემიერის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება მნიშვნელოვანია.
„ეს სტრატეგიული პარტნიორობა იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, რომ ქვეყნებს და ხალხებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო წინ წავიდეს. ის შეხვედრები, ვიზიტები და დოკუმენტები, რომელსაც ხელი მოეწერება პრემიერის ვიზიტის ფარგლებში, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.