ლევან ნიკოლეიშვილი დავით ქაცარავაზე: თუ გული ერევათ რუსის დანახვაზე, მათზე სტრატეგიული ობიექტებისა და ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ხონჩით მიმრთმეველი ვივამედის კლინიკაშია – არც უკრაინაში საომრად წასვლას უშლიან ვინმეს
“ჰაერში მუშტების ქნევაში, რადიკალები და მათთან აფილირებულები ძალიან მაგრები არიან. ის კი არა და ზოგი სამხედრო ფორმითაც დადის, “ბოევიკობენ” კიდეც – სადმე გემი, ან თვითმფრინავი თუ დაინახეს, ხომ პირდაპირ მუსრს ავლებენ”, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ერთ-ერთ წევრზე დავით ქაცარავაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის შესახებ დეზინფორმაცას ავრცელებს.
როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, თუ ასე უარყოფითად მოქმედებს ქაცარავასა და მის თანამოაზრეებზე რუსების დანახვა, შეუძლიათ პასუხი “ვივამედში” მყოფ მიხეილ სააკაშვილს მოსთხოვონ, რომელმაც ქვეყნის 20% რუსეთს დაუთმო და სტრატეგიული ობიექტებიც რუსულ კომპანიებზე გაასხვისა.
“ჰაერში მუშტების ქნევაში, რადიკალები და მათთან აფილერებულები ძალიან მაგრები არიან. ის კი არა და ზოგი სამხედრო ფორმითაც დადის, “ბოევიკობენ” კიდეც-სადმე გემი, ან თვითმფრინავი თუ დაინახეს, ხომ პირდაპირ მუსრს ავლებენ. ისე, ასე თუ გული შეტკივათ ან გული ერევათ ნებისმიერი რუსის დანახვაზე აგერ მათზე სტრატეგიული ობიექტებისა და ჩვენი ტერიტორიების 20 % ხონჩით მიმრთმეველი ვივამედის კლინიკაშია, მართალია ამბობენ ცოცახლ-მკვდარიაო, მაგრამ მაინც ცოცხალია. არც უკრაინაში საომრად წასვლას უშლიან ვინმეს, ზუსტად ახლა მიდის იქ რუსებთან ომი, მიდით გვანახეთ რუსებთან თქვენი შეუპოვარი ბრძოლა. ოღონდ იქ ჰაერში მუშტების ქნევა არ გამოვა, მით უმეტეს თუ მიხვდები, შენ წინააღმდეგ ტურისტები არ იქნებიან…”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Fa
ედიშერ გვენეტაძე დავით ქაცარავაზე – ნახეთ ეს რუსულ ფილმებში რუბლებით მონაწილე ანაზღაურებადი აგენტი, კაცმა რომ არ იცის კრემლის გარდა კიდევ, რომელი აგენტოკრატიის ტიპიური წარმომადგენელია “ეს მართლაც ქაცარი, ქაცარავა, ეს გლახა რუსი მსახიობი, რა დღეში ჩააგდო რუსულმა რუბლებმა და რას ბედავს!”- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ერთ-ერთ წევრზე დავით ქაცარავაზე, რომელმაც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელა. “ნახეთ ეს პუტინის შნირი! ეს რუსულ ფილმებში რუბლებით მონაწილე ანაზღაურებადი აგენტი! ეს ასმაგ ღობეზე მოხტუნავე. კაცმა რომ არ იცის კრემლის გარდა კიდევ, რომელი აგენტოკრატიის ტიპიური წარმომადგენელია! ეს მართლაც ქაცარი (მეგრ. ციკანი) ქაცარავა, ეს გლახა რუსი მსახიობი, რა დღეში ჩააგდო რუსულმა რუბლებმა და რას ბედავს! როგორც კი ნახეს უბნელესმა ძალებმა, რომ საქართველო მსოფლიოში იმკვიდრებს იმ ადგილს, რომელიც მას ისტორიულად ეკუთვნოდა და ეკუთვნის! უმალ დაიწყეს გირჩ-ზურაბას მეთაურობით (რომლის სულიერი, განუყრელი მეგობარია ეს სუბიექტი) ჯერ შარვლების ჩახდა, ახლა კი სულ მთლიანად საცვლებიდან ამოხტომა! თუმცა, რა გასაკვირია ამ ხელისბიჭებს ასეთი დავალება მისცეს სამყაროს გაღმა-გამოღმა მყოფმა პატრონებმა და ამათაც: დათიკოებმა, პატიკოებმა, ჭიჭიკოებმა, ხოშტარიებმა … ზოგმა რუსული ფილმების, ზოგმა რუსი მდგმურების, ზოგმა რუსული დეკორაციები მეშვეობით დაიწყეს რუბლების გათეთრება ანუ სალაფავის მოლოდინში წკმუტუნი და ყეფა! დიახ, ხაბეების, ქაცარავების, ჭიჭიკოების, ჰელენების….მკვებავი კრემლი ოკუპანტია! დიახ მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20%, მაგრამ რუსეთი ბუნებრივ -გეოგრაფიულად საქართველოს აგრესიული მეზობელია და მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილ მეხუთე კოლონის წარმომადგენელთა არაერთი მცდელობისა, არ გავანადგურებინებთ საქორთუოს! მოვახდენთ საქართველოს დეოკუპაციას და ამ მეხუთე კოლონელ შარლატანებს დავუკარგავთ რუსული რუბლებით ანაზღაურებადი სამსახურებს! P.S. სწორედ ქაცარავასნაირ შუბლძარღვუქონელებზეა ნათქვამი: “ჩემი შენ გითხარი და….”! არ გაგივათ!”- წერს ედიშერ გვენეტაძე.