ირაკლი ჩიქოვანი: აშშ-თან ჩვენ ძალიან ამბიციური დღის წესრიგი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ყველა დიპლომატის მოვალეობაა, ხელი შეუწყოს მის განვითარებას

აშშ-თან ჩვენ ძალიან ამბიციური დღის წესრიგი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ყველა დიპლომატის მოვალეობაა, ხელი შეუწყოს მის განვითარებას, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩზე საუბრისას განაცხადა.

ჩიქოვანმა საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩზე, კელი დეგნანზე საუბრისას აღნიშნა, რომ პირად მოწონებაზე არ იყო საუბარი. მისი განმარტებით, არსებობდა რამდენიმე გარემოება, რომელმაც გაურკვევლობა შექმნა და კითხვები გააჩინა. ჩიქოვანის თქმით, ამ კითხვებს მკაფიო პასუხები სჭირდებოდა, მკაფიო პასუხების არარსებობამ კი შექმნა გარემოებები.

„მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ და განვავითარებთ ჩვენს პარტნიორობას, თანამშრომლობას. გულწრფელად გეტყვით, ფაქტია, აშშ-თან ჩვენ ძალიან ამბიციური დღის წესრიგი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ყველა დიპლომატის, ყველას მოვალეობაა, ხელი შეუწყოს მის განვითარებას.

წარმატებას ვუსურვებთ ახალ ჩამობრძანებულ ელჩს. მის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება. ახალ ელჩთან ერთად ახალი სტარტი იქნება და ვიმედოვნებთ, რომ ყველა ის შეკითხვა, რომელიც აქამდე არსებობდა, არ იარსებებს და თუკი რაიმე კითხვა გაჩნდება, იქნება მკაფიო პასუხი“, – განაცხადა ჩიქოვანმა “იმედის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები