ირაკლი ღარიბაშვილი: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ისტორიული ვიზიტის ფარგლებში, სიამაყით ვაცხადებ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ამაღლებას სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ისტორიული ვიზიტის ფარგლებში, სიამაყით ვაცხადებ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ამაღლებას სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ  დარწმუნებული ვარ, რომ ეს საეტაპო მოვლენა მოგვცემს პარტნიორობის გამყარებისა და არსებული შესაძლებლობების სრული რეალიზაციის საშუალებას”, –  აღნიშნულია „ტვიტში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები