ავთანდილ ბერიძე არჩილ ხაბაძეს აკრიტიკებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ არჩილ ხაბაძის სავარაუდო იმპიჩმენტსა და მთავრობის საკადრო პოლიტიკაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან აღნიშნა, საკადრო პოლიტიკაში არის მნიშვნელოვანი გარღვევები და ხაბაძეს რამდენიმე რჩევა მისცა.
„ჩემი პოზიცია იქნება მაშან, როცა იქნება ფრაქციის სხდომა, სადაც შეიკრიბება ფრაქცია, გავუზიარებთ აზრებს ერთმანეთს და თუ მივიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას, გაცნობებ. თუ არ მივიღებთ, ამასაც გაცნობებთ. დეპუტატმა თქვა, რომ ამ საკითხს დააყენებს. ეს თქვა მხოლოდ, მეტი არაფერი. საკადრო პოლიტიკაში არის მნიშვნელოვანი გარღვევები, რაც ჩემთვის არის მიუღებელი. ვფიქრობ, საკადრო პოლიტიკა უფრო გამართული და უფრო ჯანსაღი უნდა იყოს “, – განაცხადა ავთანდილ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები