ნათელაშვილის მტკიცებით, სასწრაფო დახმარების გამოძახების ნაწილი ფასიანი გახდება

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების გამოძახება გარკვეულ შემთხვევებში ფასიანი გახდება. შალვა ნათელაშვილის მტკიცებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ადგილზე გასვლას არა პაციენტის მოთხოვნა, არამედ ოპერატორ-დისპეტჩერი საკუთარი გადაწყვეტილებით განსაზღვრავს.
„ივანიშვილის მილიონერთა კლუბი შეუდგა უფასო სასწრაფო დახმარების დანგრევას, რომელიც „ლეიბორისტებმა“ 10 წლის წინ თავგანწირული ბრძოლით დავაკანონეთ. სასწრაფო დახმარების პაციენტთან გასვლას განსაზღვრავს არა ავადმყოფობა და რეალური მდგომარეობის სიმძიმე, არამედ ოპერატორ-დისპეტჩერის გონივრული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნათელაშვილმა. “ლეიბორისტების” ლიდერი ხელისუფლებას მოუწოდებს, გადაწყვეტილება არ მიიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათელაშვილი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს. აღნიშნულის გამო ჯანდაცვის სამინისტრო ნათელაშვილს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები