ოკუპირებულ აფხაზეთში პური გაძვირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა პურის საბითუმო და საცალო მაქსიმალური ფასები დაადგინა.

პრემიუმ ფქვილისგან დამზადებული 1 კგ პურის ფასი 50 რუბლი, ხოლო 0,6 კგ – 30 რუბლი გახდა.

მეორე კლასის ფქვილისგან დამზადებული პურის 1 კგ – 47 რუბლი, ხოლო 0,6 კგ – 28 რუბლი ეღირება.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ თუ პურის წარმოებისას ნედლეულის ფასები 10%-ზე მეტით შეიცვალა, “გოსსტანდარტს” უფლება ექნება – ფასები კიდევ გაზარდოს, მაგრამ არაუმეტეს 10%-ის.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანასკნელად პურის ფასი 2021 წლის ბოლოს 28 რუბლამდე გაზარდეს; მანამდე იყო გაძვირება 2019 წელს – 20,5 რუბლიდან  24 რუბლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები