ანრი ოხანაშვილი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნოდა აქამდეც, თუმცა, ახლა მით უმეტეს ეკუთვნის

“საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნოდა აქამდეც, თუმცა, ახლა მით უმეტეს ეკუთვნის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მან ჟურნალისტებთან 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე ისაუბრა.

„რაც შეეხება მთლიანად რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას, იცით, რომ დეპოლარიზაციის პუნქტი არის გამოწვევა. როგორ შეიძლება, ეს შესრულებულად ჩაითვალოს? ვინ იქნება გარანტი იმის, რომ დეპოლარიზაცია აღარ იქნება? ასევე, იცით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებით ნაწილობრივად არის შესრულებული, თუმცა, მმართველი პარტიის მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევა იქნა გაწეული, რომ ეს პუნქტი სრულად შესრულებულიყო და სამი წევრი იქნა არჩეული და ამ პუნქტის შესრულებას ეწინააღმდეგებიან ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები. რაც შეეხება ყველა სხვა პუნქტს და ყველა სხვა საკითხს, ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი. აქედან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სასპეკულაციოდ სივრცე არ დარჩეს, თითქოს, რამე არ გაკეთდა. საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნოდა აქამდეც, თუმცა, ახლა მით უმეტეს ეკუთვნის, როდესაც ჩვენ ამ შრომისა და ძალისხმევის შედეგად ერთგვარი ბონუსით და ავანსით მივმართავთ კიდევ ერთხელ ევროკავშირს, რომ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები