რა კავშირშია თავდაცვის სამინისტრო თვითმფრინავის რეისის დაგვიანებასთან – რა მოხდა თბილისის აეროპორტში

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქული ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით გაფრინდა. როგორც „კვირას“ თბილისის აეროპორტში განუცხადეს, თურქული ავიახაზების თვითმფრინავმა რეისის განხორციელება დააგვიანა, ხოლო როდესაც გასაფრენად მზად იყო, საჰაერო სივრცე თავდაცვის სამინისტროს მიერ ოფიციალური ნებართვის საფუძველზე გადაკეტილი აღმოჩნდა. მათივე განცხადებით, ფრენის შეფერხების მიზეზი აეროპორტის საფრენი ბილიკის რაიმე პრობლემა არ გამხდარა, ხოლო, თუ რატომ დააგვიანა ფრენის დაწყება თურქულმა ავიახაზებმა მათთვის უცონობია.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით კი, სამინისტრო 9 სექტემბერის ავიაშოუს გამართვისთვის ემზადება, ხოლო დღეს საჰაერო სივრცე რეპეტიციის გავლის მიზნით გადაკეტეს ნავიგაციასთან შეთახმებით, რათა ფრენებს ხელი არ შეშლოდა. რაც შეეხება ავიაშოუს, თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, 9 სექტემბერს “ალექსეევკას” აეროდრომზე საღმოს ხუთის ნახევრიდან ექვსის ნახევრამდე პერიოდში ავიაშოუ გაიმართება. შოუს გამართვის მიზანი სამხედრო საფრენი აპარატურის დემონსტრირებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები