საქართველოს დელეგაცია ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

   ნატოს სამიტის ოფიციალურ გახსნამდე, საქართველოს დელეგაციის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა გაიმართა. ნატოს უმაღლეს წარმომადგენლებთან საქართველოს დელეგაციის შეხვედრას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი დაესწრნენ. მხარეებმა უელსის სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ყურადღება იმ პაკეტზე გაამახვილეს, რომელსაც საქართველოს სამიტის შემდეგ მიიღებს.
როგორც ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, ნატოში ინტეგრაციისთვის მოსამზადებლად და პროცესის უკეთესად წარმართვისთვის „გაძლიერებული თანამშრომლობის“ პაკეტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იმპულსი იქნება. შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხრდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი რეგიონალური უსაფრთხოება იყო. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის კრიზისის ფონზე, რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობის თვალსაზრისით, სამიტს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები