ანდრია გვიდიანი: კელი დეგნანის განცხადება, რომ არ უნახავს FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტი, არის უსუსურობის გამოვლინება და მიუთითებს იმაზე, რომ ის კუთხეშია მიმწყვდეული, ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიფიქრა, გარდა იმისა, რომ უბრალოდ არ წაუკითხავს

ექსპერტი ანდრია გვიდიანი, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას აფასებს, სადაც მან აღნიშნა, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია არ უნახავს.

როგორც გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს, ელჩის ეს განცხადება უსუსურობის გამოვლინებაა და იმაზე მიუთითებს, რომ მან გამოქვეყნებული დოკუმენტების საპასუხოდ ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიფიქრა.
ექსპერტის თქმით, კელი დეგნანი საქართველოს საშინაო საქმეებში ჩასარევად დროის მოძებნას ყოველთვის ახერხებს, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ ვერ მოიცალა მან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გასაცნობად, როგორიც FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტებია.

„კელი დეგნანის განცხადება, რომ მას არ უნახავს Fara-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტი, არის უსუსურობის გამოვლინება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კელი დეგნანი კუთხეშია მიმწყვდეული და ვერცერთი არგუმენტი ვერ მოიფიქრა, გარდა იმისა, რომ უბრალოდ არ წაუკითხავს. დამწყები პოლიტიკოსიც კი არ იკადრებდა ამ სამარცხვინო არგუმენტით თავის გამართლებას.
სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არანაირ მოუცლელობასთან და დროის დეფიციტთან არ გვაქვს საქმე. ის გადასარევად ახერხებს დროის მოძებნას, ყველა საშინაო საქმეში ცხვირის ჩასაყოფად. და ამ დროს გვეუბნება, რომ ვერ მოახერხა რამოდენიმე გვერდიანი მნიშვნელოვანი დოკუმენტის გაცნობა, რომელიც გამოქვეყნების შემდეგ არ კარგავს აქტუალობას?! ეს სერიოზულად უნდა მივიღოთ? სამარცხვინო კომიკური ხდება უკვე ამ ყველაფრის მოსმენა.“ – წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები