„ანდერს ფოგ რასმუსენს მადლობა გადავუხადე მტკიცე მხარდაჭერისთვის“

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრას “ტვიტერზე” გამოეხმაურა.
„მადლობა გადავუხადე ანდერს ფოგ რასმუსენს მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის საქართველოს მიმართ იჩენს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის გზაზე”, – დაწერა გიორგი მარგველაშვილმა ტვიტერზე. საქართველოს პრეზიდენტისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა უელსში, ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები