გურამ ოქროპირიძე: სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამების მიმართულებით, ჯამურად, ბიუჯეტი 3,700 ათასი ლარით იზრდება

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ გაზრდილ ბიუჯეტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით,  სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამების მიმართულებით, ჯამურად, ბიუჯეტი 3,700 ათასი ლარით იზრდება.

„სპორტული ღონისძიებების ნაწილში ბიუჯეტი  1, 700,0  ათასი ლარით იზრდება,  რაც მოხმარდება სპორტულ ღონისძიებებს, წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოებას და დაქვემდებარებული  ა (ა) იპების ხელშეწყობას. ასევე,  ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის ნაწილში ბიუჯეტი  500, ათასი ლარით იზრდება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია , „გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი“-ს სტრუქტურული ერთეულის გლდანის აუზის რეაბილიტაციისთვის 1, 500,0 ლარი გვექნება“, – აღნიშნა გურამ ოქროპირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები