ნინო ფოჩხუა – დავით არახამიაზე: დიდი ფულის სანაცვლოდ ხელს რომ მოაწერ ქვეყნის მიწასთან გასწორებას და მილიონობით დევნილის გახიზვნას, ისტორია არ გაპატიებს

„დღეს რომ მას და მის დაჯგუფებას იმის დრო აქვს, საქართველოსთვის მოიცალოს, წარმომიდგენია, უპატრონოდ დარჩენილ უკრაინაში რა ხდება“, – ამის შესახებ ექსპერტი, ნინო ფოჩხუა რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„თვითონ ვისი გავლენის ქვეშ არის, ამას რატომ არ წერს ეს უსამშობლო არარაობა. ყველაფერი წინ აქვს არახამიას, დიდი ფულის სანაცვლოდ ხელს რომ მოაწერ იმ ქვეყნის, სადაც ცხოვრობს შენი მრავალშვილიანი ოჯახი, მიწასთან გასწორებას, უდანაშაულო ხალხის ხოცვას და მილიონობით დევნილის გახიზვნას, ისტორია არ გაპატიებს. დღეს რომ მას და მის დაჯგუფებას იმის დრო აქვს, საქართველოსთვის მოიცალოს, წარმომიდგენია, უპატრონოდ დარჩენილ უკრაინაში რა ხდება“, – წერს ნინო ფოჩხუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები