ნინო ნადირაძე: 11 ივლისის მონაცემებით, სააკაშვილის წონა 66 კილოგრამი და 200 გრამი იყო – ხაჭაპურიძეს დაერიცხა და უმალ ცინცხალი ტყუილი გამოაცხო

„ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წონა 11 ივლისის მონაცემებით, 66 კილოგრამს შეადგენს.

როგორც ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სააკაშვილის წონასთან დაკავშირებით „ცინცხალი ტყუილი გამოაცხო“.

„ხაჭაპურიძეს დაერიცხა და უმალ ცინცხალი ტყუილი გამოაცხო, 11 ივლისის მონაცემებით იყო 66 კგ. 200გრ. დავაფიქსირეთ მხოლოდ 66 კგ.“, – წერს ნადირაძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ბოლო მონაცემებით, მისი წონა 63 კილოგრამს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები