გიორგი მარგველაშვილი იუბილარია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იუბუილარია.
გიორგი მარგველაშვილი 1969 წლის 4 სექტემბერს თბილისში დაიბადა.
დაამთავრა თბილისის N1 საჯარო სკოლა. 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოიპოვა ფილოსოფიურ მეცნიერებათა ხარისხი. 1993-1994 წლებში სწავლა განაგრძო ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (ჩეხეთი – პრაღა), ხოლო 1993-1996 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1998 წელს გიორგი მარგველაშვილმა მოიპოვა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1996-1997 წლებში ასწავლიდა ფილოსოფიასა და კულტუროლოგიას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. 1995-დან 2000 წლის ჩათვლით იყო ადგილობრივი მთავრობის ექსპერტი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI – ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია მსოფლიო მასშტაბით დემოკრატიის გაძლიერებაზე) თბილისის ოფისში. მომდევნო 12 წელი, 2000-დან 2012 წლის ჩათვლით, გიორგი მარგველაშვილი მუშაობდა სხვადასხვა მმართველ პოზიციაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), მათ შორის ორჯერ (2000-2006, 2010-2012 წლებში) ეკავა რექტორის თანამდებობა. 2006-2010 წლებში მუშაობდა GIPA-ს კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელად. გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩაერთო, როდესაც ის შეუერთდა ოპოზიციურ ბლოკს ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის – ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით.
გიორგი მარგველაშვილის წარსული დაკავშირებულია პოლიტიკასთან, საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო საქმიანობასთან. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური კოალიციის გამარჯვების შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობასთან შეერთებამდე, გიორგი მარგველაშვილი ცნობილი იყო, როგორც პოლიტიკური ექსპერტი. მას ათ წელზე მეტ ხანს ეკავა სხვადასხვა, მათ შორის, რექტორის თანამდებობა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). გიორგი მარგველაშვილი იყო ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიცია „ქართული ოცნების“ კამპანიისას.
საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა. 2013 წლის თებერვალში, მინისტრობასთან შეთავსებით, დაინიშნა პირველ ვიცე-პრემიერად. 2013 წლის ოქტომბრის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების გამო, საკუთარი სურვილით დატოვა აღნიშნული თანამდებობა. გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს. ყოფილი ვიცე-პრემიერი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მტკიცე დემოკრატი და რეფორმატორია, რომელმაც მანამდე პოლიტიზებული განათლების სისტემის არსებითი გარდაქმნის პროცესი დაიწყო. 2013 წლის მაისში უპარტიო გიორგი მარგველაშვილი მმართველმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანიდადატად დაასახელა, რომელმაც დამაჯერებლად გაიმარჯვა ხმათა 62,18 პროცენტით. მთელი ცხოვრების მანძილზე დაინტერესებული იყო ალპინიზმით. ადრეულ 90-იანებში მუშაობდა, როგორც მთამსვლელთა გიდი სხვადასხვა სამოგზაურო კომპანიის, მათ შორის „კავკასუს თრეველის“-თვის.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, გიორგი მარგველაშვილს ჰყავს 20 წლის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი, რომელიც არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტი. მისი მეგობარი ქალი, მაკა ჩიჩუა, არის მხატვარი და მსახიობი. თავისუფალ დროს გიორგი მარგველაშვილი უთმობს ფეხით სიარულს, ცხენოსნობას და მასპინძლობს მეგობრებს თავის დუშეთის სახლში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები