ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს საქართველოში ლესლი ლამს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და მირზა გელაშვილი. მინისტრმა ADB-ის რეგიონულ დირექტორს მიულოცა ახალ პოზიციაზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ბანკთან კვლავ აქტიურად გაგრძელდება.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები. ხაზი გაესვა 2024 წლის მაისში, აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები