უკრაინელმა სამხედროებმა გასულ კვირას ტერიტორიის თითქმის 18 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა გასულ კვირას აღმოსავლეთით და სამხრეთით ოკუპირებული ტერიტორიების თითქმის 18 კვ. კმ. გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ტელეგრამში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი წერს.

“გასულ კვირას, შეტევითი მოქმედებების შედეგად, სულ განთავისუფლდა თითქმის 18 კვადრატული კილომეტრი. ზოგადად, კონტრშეტევის შედეგად, გათავისუფლებულია ტერიტორიის 210,5 კვადრატული კილომეტრი”, – წერს მალიარი.

რაც შეეხება ფრონტზე არსებულ ვითარებას, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით, კერძოდ, მაკაროვკას, სტარომაიორსკოეს რაიონებში; ნოვოდაროვკა, პრიუტნოე; მალაია ტოკმაჩკა, ნოვოპოკროვკა; პიატიხატკი, გროზოვოე.

10-დან 16 ივლისამდე ტავრიდის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა რუსების იარაღის და სამხედრო ტექნიკის 134 ერთეული, 36 საბრძოლო მასალის საწყობი და ორი საწვავის საწყობი გაანადგურეს.

ასევე, ამ პერიოდში ტყვედ 50 რუსი ჯარისკაცია აყვანილი.

გასულ კვირას ბახმუტის მიმართულებით 7 კვ.კმ-ია გათავისუფლებული.

ამავდროულად, რუსები აქტიურად მიიწევენ კუპიანსკის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები