ყირიმის ხიდზე, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა – “საგანგებო შემთხვევას” ორი ადამიანი ემსხვერპლა (ფოტო, ვიდეო)
ყირიმის ხიდზე სერიოზული ინციდენტი მოხდა, რომლის მიზეზი ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არ არის. ადგილობრივი წყაროების ცნობით, ხიდზე რამდენიმე აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად ის სერიოზულად არის დაზიანებული.
გავრცელებული ფოტოებით ჩანს, რომ, სავარაუდოდ, დაზიანებულია სავალი გზის ერთი მონაკვეთი.
მომხდარის შედეგად, დაღუპულია ცოლ-ქმარი, ხოლო მათი 14 წლის ქალიშვილი ჰოსპიტალიზებულია.
რუსეთის ხელისუფლებამ ქერჩის სრუტეზე ყველა მოძრაობა დაკეტა – ხიდის ორივე მიმართულება, საავტომობილო და სარკინიგზო, ასევე, საბორნე გადაადგილება.
მათ, ვინც ყირიმში ან პირიქით მოხვედრა სურთ, ურჩევენ – უკრაინის დროებითი ოკუპირებული ტერიტორიების გავლით იმგზავრონ.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მტკიცებით, ხიდზე გზის მხოლოდ ერთი საფარია დაზიანებული.