ჯეინ ბირკინი გარდაიცვალა

ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ჯეინ ბირკინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბირკინმა კარიერა მსახიობობით დაიწყო. 1966 წელს მან მეორეხარისხოვანი როლები შეასრულა მიქელანჯელო ანტონიონის ფილმებში: ფოტოგადიდება და კალეიდოსკოპი. 1968 წელს ბირკინმა სერჟ გენსბურთან ერთად მონაწილეობა მიიღო რომანტიკულ ფილმში სლოგანი, რამაც მათ შორის ხანგრძლივ თანამშრომლობასა და სასიყვარულო ურთიერთობას დაუდო საფუძველი.

1969 წელს მათ, როგორც მუსიკალურმა დუეტმა, გამოუშვეს სადებიუტო ალბომი ჯეინ ბირკინი/სერჟ გენსბური. 1976 წელს ბირკინმა მონაწილეობა მიიღო გინსბურგის ფილმში Je t’aime moi non plus. ამ პერიოდში მსახიობმა აგრეთვე ითამაშა აგათა კრისტის რომანების ეკრანიზაციებში, ესენია: სიკვდილი ნილოსზე (1978) და ბოროტება მზის ქვეშ (1982).

1980 წელს გენსბურთან დაშორების შემდეგ, ბირკინმა მოღვაწეობა როგორც კინოს, ასევე მუსიკის მიმართულებით განაგრძო. მან არაერთი სოლო ალბომი ჩაწერა და მრავალ ფილმში მიიღო მონაწილეობა. 1998 წელს ბირკინმა ითამაშა ფილმში ჯარისკაცის ქალიშვილი არასდროს ტირის. 2016 წელს მან მონაწილეობა მიიღო მოკლემეტრაჟიან ფილმში La femme et le TGV, რომელმაც ოსკარის ნომინაცია მოიპოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები