უკრაინის სასამართლომ კიევ-პეჩერსკის ლავრის მიტროპოლიტი დააკავა

კიევის სოლომენსკის რაიონულმა სასამართლომ კიევ-პეჩერსკის ლავრის წინამძღოლს, მიტროპოლიტ პავლე ლებედს აღკვეთის ღონისძიება შინაპატიმრობიდან პატიმრობით შეუცვალა.

სასამართლომ მიტროპოლიტს პატიმრობის შეცვლის ალტერნატივად 33 მილიონ 300 ათასი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გამომძიებელი მოსამართლის მიერ დაკისრებული ერთ-ერთი მოვალეობის დარღვევა გახდა. აღნიშნულია, რომ ლებედი სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთ მოწმეს ესაუბრა.

თუმცა, მიტროპოლიტმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამ მოწმეს არ იცნობს.

ამასთან, პავლე ლებედმა სასამართლოში გამოსვლისას აღნიშნა, რომ მას არაფერი დაურღვევია.

მანვე დასძინა, რომ ის „არასდროს ყოფილა აგრესორის მხარეს ცხოვრებაში“ და „არასოდეს უჭერდა მხარს პუტინს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები