„არ მაინტერესებს, ვერავინ შემაჩერებს“ – ზალუზნი ყირიმის დეოკუპაციაზე
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ როგორც კი უკრაინას ექნება რესურსი, მას სურს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის განთავისუფლება.
როგორც მან Washington Post-თან ინტერვიუში აღნიშნა, დასავლელი ჩინოვნიკებიც კი, რომლებსაც პუტინის რეაქციის ეშინიათ, მას არ შეაჩერებენ.
„როგორც კი საშუალება მექნება, რაღაცას გავაკეთებ. არ მაინტერესებს – ვერავინ შემაჩერებს“, – განაცხადა ზალუჟნიმ.