რუსეთში, ურალის ელექტროქიმიურ ქარხანაში ბირთვულმა საწვავმა გაჟონა
რუსეთში, ურალის ელექტროქიმიურ ქარხანაში ბირთვულმა საწვავმა გაჟონა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ გამოცემაზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ცნობით, შემთხვევა დღეს, 14 ივლისს ადგილობრივი დროით 9:13 საათზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გაჟონვა ელექტროქიმიური სადგურის ერთ-ერთი კონტეინერის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია, რომელშიც ერთი კუბური მეტრის ოდენობის ურანი იყო მოთავსებული.
„როსატომის“ ცნობით, ინციდენტი ლოკალიზებულია და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც რუსული მედია იუწყება, ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა მისი ვინაობა არ სახელდება.
თავის მხრივ, „როსატომი“ გარდაცვალების ფაქტს არ ადასტურებს და მას დაშავებულ პირად მოიხსენიებს.