AFP: პუტინი მარცვლეულის გარიგების გაგრძელებას დათანხმდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებას დათანხმდა, რომელსაც ვადა მომავალ კვირას ეწურება.

ამის შესახებ AFP თურქეთის პრეზიდენტზე, რეჯეფ თაიფ ერდოღანზე დაყრდნობით წერს.

„ჩვენ ვემზადებით პუტინთან შესახვედრად აგვისტოში და შევთანხმდით შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის გახანგრძლივებაზე“, – თქვა მან.

რუსეთში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები