გაერო: ფხენიანის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა რუსეთის ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა

ჩრდილოეთ კორეის მიერ 12 ივლისს გაშვებული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ზღვაში, რუსეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩავარდა.

ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, ხალედ ჰიარიმ გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე გამოსვლისას განაცხადა.

ჰიარის თქმით, კორეული რაკეტა ათას კილომეტრზე გაფრინდა და 6648 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია. ფრენა, დაახლოებით, 74 წუთს გაგრძელდა. რაკეტა რუსეთის სანაპიროდან 380 კილომეტრამდე მანძილზე ჩამოვარდა, რაც წარმოადგენს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას.

ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთში ინფორმაციაზე კომენტარი არ გაკეთებულა.

ჩრდილოეთ კორეის სპიკერმა თქვა, რომ რაკეტა Hwaseong-18 გაშვებული იყო „თავდაცვის უფლების ფარგლებში, მტრული ძალების საშიში სამხედრო მოქმედებების შეკავების მიზნით“.

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის რაკეტებს „შეუძლიათ, მიაღწიონ დედამიწის წერტილების უმეტესობაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები