დევნილი ბავშვები სლოვაკეთში დაისვენებენ

აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული დევნილი ბავშვები სლოვაკეთში დაისვენებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროების ორგანიზებით, 4-14 სექტემბერს, სლოვაკეთის რესპუბლიკის ბეშენოვას SPA -კურორტი “Gino Paradise” 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ 12 დევნილ ბავშვს უმასპინძლებს.

სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში ბავშვები სლოვაკეთის ცნობილ კურორტზე დაისვენებენ. მათ ასევე შეხვდება სლოვაკეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი. აღნიშნული პროექტი ქართული წარმოშობის სლოვაკი ბიზნესმენის ნოდარ გიორგაძის მხარდაჭერით ტარდება.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში დევნილ ბავშვებს ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩომ უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები