ლაშა ხუციშვილი საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰიდეკი იშიძუკას შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე – ეკატერინე გუნცაძე.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.

ლაშა ხუციშვილმა იაპონელ დიპლომატს მიულოცა საქართველოში მისიის დაწყება და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კვლავ წარმატებით გაგრძელდება.

მრავალი წელია, იაპონიის მთავრობა ქვეყანას ეხმარება როგორც შეღავათიანი სასესხო ინსტრუმენტებით, ისე – არასაპროექტო გრანტებისა და ცოდნის გაზიარების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები