“საპატრიარქოში მეუფე შიოს მტერი არ ჰყოლია, წესიერი კაცია, გინახავთ, რომ ჩემსავით გამოვიდეს?” – მეუფე იაკობი
“საპატრიარქოში მეუფე შიოს მტერი არ ჰყოლია. რატომ უნდა ჰყოლოდა? მოსაყდრეა, ქორეპისკოპოსი”, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
„მეუფე შიო წესიერი კაცია. გინახავთ, რომ ჩემსავით გამოვიდეს? რაფინირებულად საუბრობს. საუბრობთ, შორენა თეთრუაშვილიო – შორენას თავისი ადგილი აქვს, მეუფე შიოს – თავისი ავტორიტეტი. ერთმანეთის საქმეებში ვერ იკვეთებიან.
ვერ გეტყვით (ვისი ინტერესია). როდესაც გავიგე, რომ შრომისუნარიანია, ცუდზე არ ვფიქრობ. ვნახოთ, მიზეზი. დღეს შეიძლება ბევრი ჩინური პროდუქცია იყოს, ხომ იცით, რაც ხდებოდა სათამაშოებზე. არ ვიცი, რომელი მეტალი იყო მის სისხლში.
მე ვერცერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავ. საპატრიარქოში მეუფე შიოს მტერი არ ჰყოლია. რატომ უნდა ჰყოლოდა? მოსაყდრეა, ქორეპისკოპოსი“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.
შეგახსენებთ, რომ, მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.