რიში სუნაკი: თურქეთის გადაწყვეტილება არის ისტორიული მომენტი ნატოსთვის, რომელიც ყველას უფრო უსაფრთხოს გვხდის
ეს არის ისტორიული მომენტი ნატოსთვის, – ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი თურქეთის გადაწყვეტილებას, შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ.
„ეს არის ისტორიული მომენტი ნატოსთვის, რომელიც ყველას უფრო უსაფრთხოს გვხდის.
მოუთმენლად ველით შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას“,- წერს სუნაკი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანახმაა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს.
This is an historic moment for NATO that makes us all safer.
Sweden, we look forward to welcoming you into the Alliance. https://t.co/6dIvgoxbfZ
— Rishi Sunak (@RishiSunak) July 10, 2023