სტოლტენბერგის განცხადებით, ერდოღანი შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანახმაა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს.

როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, ეს არის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ნატოს ყველა მოკავშირეს უფრო ძლიერს და უსაფრთხოს ხდის.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ვმასპინძლობდი, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და შვედეთის პრემიერს შორის, პრეზიდენტი ერდოღანი დაეთანხმა, რომ შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების პროცესი თურქეთის დიდ ასამბლეაში წინ წაიწევს და უზრუნველყოფილი იქნება რატიფიცირება. ეს არის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ნატოს ყველა მოკავშირეს უფრო ძლიერს და უსაფრთხოს ხდის“, – წერს სტოლტენბერგი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები