პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონს მოაწერა ხელი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთთან ე.წ. მოქალაქეობის ნებართვას იძლევა.
შეთანხმების შედეგად, ერთი მხარის ე.წ.მოქალაქეებს უფლება აქვთ, ამ ქვეყნის ე.წ. მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე, მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა.
რუსეთის ფედერაცია ე.წ.ორმაგ მოქალაქეობის მიღების უფლებას ანიჭებს 2008 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით 18 წელს იყვნენ მიღწეული და ქმედუნარიანი პირები არიან.
ორმაგი ე.წ. მოქალაქეობის მქონე პირი სარგებლობს სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, სამედიცინო მომსახურების უფლებით “იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ის ცხოვრობს”.
“ორივე ქვეყნის მოქალაქე პირები სამხედრო სამსახურს ასრულებენ იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ გაწვევის დროს და სამხედრო სამსახურის შემდეგ, თავისუფლდებიან სხვა ქვეყანაში სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან”,- აღნიშნულია შეთანხმებაში.